აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უარი უთხრა, ირანზე თავდასხმის მიზნით გამოიყენოს დიეგო გარსიას კუნძულსა და გლოსტერშირში მდებარე სამხედრო ბაზები

დიდმა ბრინატეთმა აშშ-ს უარი უთხრა, ირანზე თავდასხმის მიზნით გამოიყენოს დიეგო გარსიას კუნძულსა და გლოსტერშირში მდებარე სამხედრო ბაზები.

ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

ლონდონსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმებების თანახმად, პენტაგონს ამ ბაზებიდან ოპერაციების დაწყება მხოლოდ ბრიტანეთის მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეუძლია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან, ირანზე თავდასხმა უკვე უქმეებზე მიიტანონ, თუმცა დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

პარალელურად, ირანში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი სამხედრო ძალის გამოყენებას თუ გადაწყვეტს, ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ბაზებზე იერიშს მიიტანენ.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს მოუწოდა, არ გასცეს 100-წლიანი იჯარა ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ დიეგო გარსიაზე. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ირანთან შეთანხმება თუ არ მიიღწევა, შეერთებულ შტატებს, შესაძლოა, დასჭირდეს დიეგო გარსიისა და ფეარფორდის საჰაერო ბაზების გამოყენება.

იტვირთბა....