ახალი ამბები

რა განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიდმინარეობს.

სიტყვის უფლებით ისარგებლა ენმ-ის პატიმრობაში მყოფმა ლიდერმა. მან სიტყვის დასაწყისში ოპოზიციას მიმართა და ერთიანობისკენ მოუწოდა.

,,მინდა გაგახსენოთ, რომ ეს ჩემი პროცესი არ არის. თქვენს სანახავად მოვდივარ, ერთიანობაზე მინდა, გავაკეთო განცხადება პარტიების ერთიანობაზეა. ცუდი საყურებელია პარტიაზე და იდენტობაზე რომ ლაპარაკობთ, ნაცებს მოვუწოდებ, რომ არასდროს ვიყოთ ხელის შემშლელი. უნდა ვიყოთ ყველგან, სადაც ეს სიტყვა იყო, ვისაც არ უნდა, ნუ ესვრით ამ ხალხს ქვებს, დავანებოთ თავი. გავიგეთ, ლელო არ შემოდის, გააკეთოს რაც უნდა, მეტსაც გეტყვით, გახარიებსაც გავანებოთ თავი.

ყველა მინუს ივანიშვილი. ნუ შედიხართ ხალხის განსჯაში, ვინც ერთიანები ხართ, იმათმა ილაპარაკეთ და იმოქმედეთ ერთად. მე-7 თვეა პატიმარი ვარ და ვუყურებ, რომ მიქაუტაძეზე რომ მე ვიძახდი კორუმპირებულია-მეთქი, მაშინ ზარქუა ამბობდა, იტყუებააო. ღარიბაზე ვამბობდი, ამბობდნენ იტყუებააო. ჯუანშერი მოვიდა, იმაზეც ვთქვი, ლილუააშვილზე რომ ვთქვი, ამბობდნენ არაო. ლამის ფიზიკურად მცემდნენ, ფარცხალაძეზე რომ ვთქვი. ერთ სართულზე ვართ მე ლილუ. ჩემზე ჩინი უნდა მოემატებინათ და ეთქვათ, მთავარი გამომძიებელიაო, თუ ყველაფერს მართალს ვამბობდი, ბექა მე რატომ ვარ ციხეში, – ამბობს ლევანხაბეიშვილი.

იტვირთბა....