ახალი ამბები

„პოლიტიკო“ – ევროკავშირის ცხრა ქვეყანა ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, რომელიც სტრუქტურაში დამატებით 2 500 თანამშრომლის დაქირავებას გულისხმობს

ევროკავშირის ცხრა ქვეყანა ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, რომელიც სტრუქტურაში დამატებით 2 500 თანამშრომლის დაქირავებას გულისხმობს, – ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკო“ აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, შვედეთის, ფინეთისა და ნიდერლანდების მინისტრების თქმით, ევროკომისიამ უარი უნდა თქვას დაახლოებით 2 500 თანამშრომლის დაქირავებისა და ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდის გეგმებზე იმ დროს, როდესაც გაერთიანება წევრი ქვეყნების დედაქალაქებს „ქამრების შემოჭერას სთხოვს“.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იგივე პრინციპები უნდა გამოიყენოს, რასაც წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ავსტრიის მიერ ინიცირებულ წერილში, რომლის ადრესატიც არის ბიუჯეტის, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო ადმინისტრირების საკითხებში ევროკომისარი პიოტრ სერაფინი, მინისტრები ითხოვენ, გაამარტივონ ბლოკის შემდეგი გრძელვადიანი ბიუჯეტი, რომელიც ცნობილია როგორც მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (MFF).

წერილის ხელმომწერების თქმით, კომისიის მიერ დამატებით 2 500 საჯარო მოხელის დაქირავებისთვის მოთხოვნილი თანხების საერთო რაოდენობა დაახლოებით 1.4 მილიარდ ევროს შეადგენს.

„იმ დროს, როდესაც ეროვნული მთავრობები უზარმაზარი ფისკალური ზეწოლის ქვეშ არიან, ევროკავშირის ადმინისტრაციული თანამდებობების მნიშვნელოვანი ზრდა მოქალაქეებისთვის არასწორი გზავნილის გაგზავნის რისკს წარმოადგენს“, – ნათქვამია ცხრა ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

იტვირთბა....