ახალი ამბები

“არ გამოვრიცხავთ ალტერნატიული ქსელების წახალისებას, კანონში ცვლილებებს” – ირაკლი კობახიძე ფასებზე

,,მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის რომ დადგინდეს თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს. ჩვენ შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე უკვე გადავალთ ქმედებებზე, მათ შორის, არ გამოვრიცხავთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ასევე არ გამოვრიცხავთ ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის ალტერნატიული ქსელების წახალისება და ა.შ. 

ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ მოგვცემს შედეგს, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზე, ანუ ფასების გრძელვადიან პერიოდში რეგულირების უზრუნველყოფაზე ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

იტვირთბა....