აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“რუსეთის მმართველები ახლო მომავალში ომის გარეშე ვერ გაძლებენ, გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს, ეს მწარე სიმართლეა” – ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი „პრაქტიკულად გამორიცხავს“ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობას. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც მე ვუყურებ ამ რეჟიმს და ამ ბრმა ტერორს, მე ნაკლებად მაქვს იმედი. რუსეთის მმართველები ახლო მომავალში ომის გარეშე ვერ გაძლებენ. მათ აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ სამხედრო მანქანა, რადგანაც არ აქვთ გეგმა, რა უნდა მოუხერხო ფრონტიდან დაბრუნებულ ასობით ათასს, მათ შორის მძიმედ ტრავმირებულ, სამხედროს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

მისივე შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების შანსები, პრაქტიკულად არ არსებობს.

„ჩემი შეფასებით, ეს ომი მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე იქნება გამოფიტული, ან სამხედრო, ან ეკონომიკური თვალსაზრისით“, – თქვა მერცმა.

„გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს. ეს მწარე სიმართლეა“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ევროპული ძალისხმევა მდგომარეობაში იმაში, რომ რუსეთის სახელმწიფომ ვერ შეძლოს ომის გაგრძელება საომარი საშუალებებით და ვერ შეძლოს მისი დაფინანსების გაგრძელება ეკონომიკურად“, – თქვა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

რუსეთზე საუბრისას მერცმა თქვა: „დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ეს ქვეყანა იმყოფება ღრმა ბარბაროსობაში. უახლოეს მომავალში ეს არ შეიცვლება და ამას უნდა შევეგუოთ“.

იტვირთბა....