სეულის სასამართლო დღეს დაკავებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, პროკურორები მის სიკვდილით დასჯას ითხოვენ.
„ბიბისის“ ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში იუნ სუკ იოლს სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის, გასულ თვეში სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ რამდენიმე საქმეზე ცნო, მათ შორის მისი დაკავებისთვის ხელის შესაშლელად საომარი მდგომარეობის შემოღების წარუმატებელი მცდელობისთვის. ყოფილი პრეზიდენტი ასევე დამნაშავედ ცნეს ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასა და საომარი მდგომარეობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების შეუსრულებლობაში. ეს განაჩენი პირველია იმ სისხლის სამართლის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც იუნ სუკ იოლს საომარი მდგომარეობის წარუმატებელი გამოცხადების გამო წაუყენეს.
სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს იმპიჩმენტი 2024 წლის 14 დეკემბერს გამოუცხადა. მას ბრალად საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი ედებოდა. იოლი 2025 წლის 15 იანვარს დააკავეს.

