ადგილობრივი რუსული ხელისუფლებისა და Telegram არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის ფსკოვის ოლქში ნავთობის საცავ ობიექტზე იერიში მიიტანა, ხოლო ბელგოროდის მიმართულებით რაკეტებიც გაუშვა, რასაც ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.
Exilenova-ს მიხედვით, 19 თებერვალს, ღამის განმავლობაში, ფსკოვის ოლქის ქალაქ ველიკიე ლუკში აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ ცნობები გავრცელდა. Telegram არხმა ნავთობის საცავზე უკრაინის იერიშების ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
მას გარდა, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ ქალაქ ბელგოროდის ენერგო ობიექტებზე “რაკეტებით მორიგი მასობრივი თავდასხმა მოხდა”.
“არის მნიშვნელოვანი დაზიანებები. ვხედავთ, რომ ნაწილობრივ წავიდა ელექტროენერგია და გათბობა, ამიტომ, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.” – დაამატა გლადკოვმა.

