Reuters-ის ინფორმაციით, აშშ ონლაინ პორტალს ქმნის, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობას მათი მთავრობების მიერ აკრძალულ ინფორმაციასა და მასალებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნული პორტალის შექმნას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს.
პროექტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სარა როჯერსი ხელმძღვანელობს. ონლაინ პორტალი freedom. gov-ზე განთავსდება. გამოცემას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ციფრული თავისუფლება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

