ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ეკა ზღულაძე და ხატია დეკანოიძე უკრაინაში თანამდებობებს ტოვებენ

 

უკრაინული გამოცემის МИР-ის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე და ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე თანამდებობას ტოვებენ.

გამოცემის თანახმად, ზღულაძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, შს მინისტრ არსენ ავაკოვს ჯერ არ დაუკმაყოფილებია, მეტიც მან ზღულაძეს თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა.

გამოცემა წერს, რომ ზღულაძის მიერ თანამდებობის დატოვება სერიოზულ ზიანს მიაყენებს მინისტრ ავაკოვის იმიჯს და თავად რეფორმების კურსს.

მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვების ძირითადი მიზეზი უწყებაში რეფორმების ჩავარდნა და თანამდებობებზე კორუმპირებული ჩინოვნიკების დაბრუნება გახდა.

იტვირთბა....