გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი მიმდინარე წელს აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, მათ ევროკომისიაში დაუდასტურეს მარტა კოსის ვიზიტის გეგმის შესახებ.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ როგორც კი ეს ვიზიტები დადასტურდება, მათ შესახებ ინფორმაცია კომისრის კალენდარში გამოქვეყნდება.
მანამდე, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოსი მონაწილეობას მიიღებდა სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ერევანში გაიმართება.

