„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებმა წვრთნების დროს მოწინავე სარაკეტო სისტემები გამოცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ფლოტმა სპარსეთის ყურეში, ირანის კუნძულებზე გამართული საზღვაო წვრთნების გახსნის ფაზაში, უახლესი თაობის სარაკეტო სისტემებთან ერთად, სარაკეტო ომის მოწინავე ტაქტიკა გამოცადა.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში სამხედრო წვრთნების, „ორმუზის სრუტის ჭკვიანი კონტროლის“ პირველი ფაზა ჩაატარეს.

