ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა ქართველია. უცხო ქვეყნიდან მიგრაციის სტატისტიკურ მონაცემები ირაკლი კობახიძემ პარლამენტს გააცნო, სადაც ინტერპელაციის წესით, კონკრეტულ კითხვებზე საპასუხოდ დაიბარეს.
კობახიძის თქმით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქვეყანაში მყოფ უცხოელთა 29.9%-ს შეადგენენ, რაც 32 129 ადამიანს მოიცავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი დაახლოებით 30% საქართველოს ყოფილი მოქალაქეები ან ქართული გვარის მქონე პირები არიან.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 29.9%, 32 129 ადამიანი. აქ მინდა, დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები. ჩვენ ჩავხედეთ საზღვრის კვეთის სტატისტიკას და გავარკვიეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის, დაახლოებით, 30%. რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით იმყოფებიან საქართველოში, არიან, რეალურად, ქართველები.
გაძევებულ პირთა 20.5% არიან ინდოეთის მოქალაქეები, 12.9% თურქეთის მოქალაქეები, 12% ირანის მოქალაქეები, 7.5% ჩინეთის მოქალაქეები, 5.6% რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ეს არის საერთო სტატისტიკა გაძევების მიმართულებით, – თქვა დღეს კობახიძემ.

