აქტუალური თემა ახალი ამბები

სი ძინპინი აცხადებს, რომ რა მიმართულებითაც არ უნდა განვითარდეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებები, ჩინელი და ამერიკელი ხალხის თანამშრომლობის სურვილი არ შეიცვლება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ რა მიმართულებითაც არ უნდა განვითარდეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებები, ჩინელი და ამერიკელი ხალხის თანამშრომლობის სურვილი არ შეიცვლება. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტი აიოველი ბიზნესმენის, ლუკა ბერონესთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომელიც ბიზნესმენს ჩინური ახალი წლის მილოცვის საპასუხოდ გაუგზავნა.

„აშშ-ჩინეთის ურთიერთობების იმედი ხალხშია“, – წერს სი ძინპინი.

როგორც მედია წერს, ლუკა ბერონე სი ძინპინს, დიდი ხანია, იცნობს. ის ჩინეთის ლიდერს პირველად 1985 წლის მაისში შეხვდა, როდესაც სი ჰებეის პროვინციიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა მის დაძმობილებულ შტატში, აიოვაში, საკვების წარმოებისა და სხვა საკითხების შესასწავლად.

გამოცემა ასევე წერს, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობები 2025 წელს არასტაბილური იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპმა ოქტომბერში ჩინეთიდან იმპორტზე დამატებითი 100%-იანი ტარიფების დაწესება დააანონსა.

ლიდერებმა 2026 წლის თებერვალში სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც ტაივანისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ისაუბრეს. ტრამპი აპრილში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს, სი ძინპინი კი აშშ-ში 2026 წლის ბოლოს გაემგზავრება.

იტვირთბა....