რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ორმუზის სრუტეში დაგეგმილი ერთობლივი წვრთნებისთვის გემები გაგზავნეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.
ირანი, რუსეთი და ჩინეთი თებერვლის ბოლოს ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მერვე ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ, სახელწოდებით „უსაფრთხოების სარტყელი“.
წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ირანის საზღვაო ძალების, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, ასევე ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალების გემები.
ამასთან, ირანული მედიის თანახმად, სამხედრო-საზღვაო წვრთნები ორმუზის სრუტეში კოორდინაციის, ტაქტიკური მზადყოფნისა და სწრაფი რეაგირების პროცედურების შესამოწმებლად ჩატარდება.

