აქტუალური თემა ახალი ამბები

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობის მისაღებად ვაშინგტონში გაემგზავრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.

ხვალ ფაშინიანი ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომას დაესწრება.

„მშვიდობის საბჭოს“ წევრად დაახლოებით მსოფლიოს 60 ლიდერია მიწვეული, რომელთაგან ზოგიერთი, მათ შორის სომხეთი, დამფუძნებელი წევრები არიან. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ თავმჯდომარეა.

მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომას დაესწრება. მისი თქმით, ეს ისტორიული მომენტია.

იტვირთბა....