კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორია რჩება, ეს ომის დასრულებისთვის მთავარი ბარიერია, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც უიტაკერმა აღნიშნა, ვაშინგტონი ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საბრძოლო მოქმედებების დასრულების საკითხში.
ელჩის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ისეთი პირობების შემუშავება, რომლებიც მისაღები იქნება უკრაინისთვის და, ამავდროულად, მათ მხარდაჭერას მოსკოვი შეძლებს.
„ეს არის ყველაზე რთული და კომპლექსური საკითხი. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ჟენევაში პროდუქტიული მოლაპარაკებების მოლოდინია. თუმცა, ცხადია, ორივე მხარემ უნდა იპოვოს გზა, რათა შეთანხმდნენ ამ ომის დასრულებაზე“, – აღნიშნა უიტაკერმა.

