აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, გერმან გალუშჩენკოს, გირაოს გადახდით გათავისუფლების შესაძლებლობით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, გერმან გალუშჩენკოს, გირაოს საშუალებით გათავისუფლების შესაძლებლობით, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში (ВАКС) გამართულ სხდომაზე მოსამართლემ გალუშჩენკოს 60-დღიანი პატიმრობა 200 მილიონი გრივნის გირაოს შესაძლებლობით შეუფარდა.

თავდაპირველად პროკურორებმა მოითხოვეს 425 მილიონი გრივნის გირაო, თუმცა მოსამართლეებმა ეს თანხა 200 მილიონ გრივნამდე შეამცირეს. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი გირაოს გადაიხდის, პასპორტს ჩამოართმევენ და კიევისა და კიევის რეგიონის ფარგლებს გარეთ გასვლას აუკრძალავენ.

გალუშჩენკომ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გირაოს გადახდის საშუალება არ აქვს და არც იცის, ვინმე შეძლებს თუ არა მის მაგივრად ამ თანხის გადახდას. სხდომამდე კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილის სწავლის საფასური ელიტარულ კოლეჯში ნათლიამ გადაიხადა, რომელიც „ძალიან მდიდარია“.

გერმან გალუშჩენკოს თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

ცნობისთვის, უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს გერმან გალუშჩენკოს ფულის გათეთრებისა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდება წარედგინა. გალუშჩენკო 15 თებერვალს, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.

იტვირთბა....