აქტუალური თემა ახალი ამბები

პეტერბურგის მახლობლად სამხედრო კომენდატურის შენობაში აფეთქება მოხდა – დაიღუპა რამდენიმე ადამიანი

ლენინგრადის ოლქის ქალაქ სერტოლოვოში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო კომენდატურის შენობაში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იქ შესაძლოა ამზადებდნენ მოხალისეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში გასაგზავნად, – განაცხადა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ.

აღნიშნულია, რომ სერტოლოვოში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხედრო კომენდატურის სამსართულიან შენობაში სამი სართულიდან ორი ზედა სართული დაინგრა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევების გაწმენდისას უკვე აღმოაჩინეს სამი დაღუპული.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა აფეთქება დაადასტურა და აღნიშნა, რომ „ინციდენტის მიზეზები დგინდება“.

„დავალება მივეცი ძალოვან სტრუქტურებს, დახმარება აღმოუჩინონ სამხედროებს ნანგრევების გაწმენდასა და დაშავებულთა გადარჩენაში სერტოლოვოში, სამხედრო პოლიციის შენობის ჩამონგრევის შემდეგ“, — დაწერა მან Telegram-ში.

იტვირთბა....