აქტუალური თემა ახალი ამბები

ვატიკანი ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობაზე უარს აცხადებს

ვატიკანი ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „როიტერი” წერს.

კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ ვატიკანი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“.

ამასთან, პაროლინმა აღნიშნა, რომ კრიზისული სიტუაციების მართვა გაერო-ს კომპეტენციაში უნდა იყოს.

„ერთ-ერთი, რის გამოც შეშფოთებული ვართ, ის არის, რომ საერთაშორისო დონეზე სწორედ გაერო უნდა მართავდეს ასეთ კრიზისულ სიტუაციებს. ეს ერთ-ერთი პუნქტია, რასაც დაჟინებით ვითხოვდით”, – განაცხადა პაროლინმა.

იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები გეგმავენ 19 თებერვალს ვაშინგტონში დაგეგმილ სხდომას დამკვირვებლების სტატუსით დაესწრონ.

იტვირთბა....