აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“გასაკვირი არ არის, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თავი აარიდა თბილისს… საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონისთვის აღარ არის სანდო პარტნიორი. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი არჩევანი გააკეთა და ახლა ამას უნდა შეეგუოს” – იან კელი.

“ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი [აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი] თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი პასუხი თემაზე:

„ქართული ოცნების“ მთავრობამ დასავლეთისგან გადახვევა აირჩია. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, მდივანმა პომპეომ თბილისს მოუწოდა, გაეგრძელებინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დასავლურ კონსორციუმთან პარტნიორობით და აღნიშნა, რომ ჩინეთს „საქართველოს ინტერესები არ ადარდებდა“. რა გააკეთა თბილისმა? გააუქმა დასავლური კონტრაქტი და ის გადასცა კონსორციუმს, რომელშიც ჩინელებიც შედიოდნენ.

პრემიერმინისტრმა კობახიძემ ასევე ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან, ამავდროულად, აშშ-ს „გლობალური ომის პარტიად“ მოიხსენიებდა და ჩინეთს „მშვიდობისა და პროგრესის მოდელად“ ასახელებდა.

ეს ერთადერთი გადაჯგუფება არ არის. მთავრობამ ირანთანაც დაიწყო დაახლოება, კობახიძე და სხვები თეირანში ოფიციალურად იმყოფებოდნენ, წარმომადგენლები კი „აშშ-ის აგრესიის“ მსხვერპლთა სამძიმრის წიგნში აწერდნენ ხელს.

გასაკვირი არ არის, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თავი აარიდა თბილისს. აშშ კვლავ მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობისთვის სამხრეთის დერეფანი მნიშვნელოვანია. თუმცა არა თბილისის გავლით. საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონისთვის აღარ არის სანდო პარტნიორი. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი არჩევანი გააკეთა და ახლა ამას უნდა შეეგუოს” – წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.

ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 9-11 თებერვალს სომხეთსა და აზერბაიჯანში, ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა.

იტვირთბა....