“კაი, არ დაიღალეთ? დიდ ბრიტანეთს აქვს თავისი ეპშტეინის იმაშია, ჩართულია მთელი კორუმპირებული და მავნე. პედოფილებით სავსე ყოფილა. პედოფილებით სავსეა მთელი ევრობიუროკრატია და ამაზე ერთი კომენტარი არ გაგიკეთებიათ. მოდიხარ ახლა აქ – კირ სტარმერის მეგობარი, ელჩი პედოფილიაში არიან მხილებულნი და ახლა მოდიხარ და დიდი ბრიტანეთის რაღაც… რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად და რა არის – ყველა თანამდებობაზე იყვნენ და პედოფილებთან მეგობრობდნენ, გესმით? და ამაზე შუბლის ძარღვი არ გიტოკდებათ თქვენ” – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ “ფორმულას” ჟურნალისტის კითხვას, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დაუთის განცხადების შესახებ.
იტვირთბა....

