ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა მასაც შეიძლება ისეთი დარტყმა მიაყენო, რომ ვეღარ აღდგეს – აიათოლა ალი ხამენეი 

აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ მათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, რომ ვეღარ აღდგესვ – აღნიშნულის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

“ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანის მიმართულებით ავიამზიდი გამოგზავნეს. ძალიან კარგი, ავიამზიდი საშიში მოწყობილობაა, მაგრამ ავიამზიდზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც მისი ზღვის ფსკერზე გაგზავნა შეუძლია“ – აღნიშნა ხამენეიმ.

შეგახსენებთ, რომ ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობსბირთვული შეთანხმების შესახებ. მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს. 

იტვირთბა....