რუსეთი, ირანი და ჩინეთი ჰორმუზის სრუტეში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ – ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ნიკოლაი პატრუშევი ავრცელებს.
მისი ცნობით, ქვეყნებმა სრუტის მიმართულებით ხომალდები უკვე გაგზავნეს: “ძალიან აქტუალური აღმოჩნდა წვრთნები ‘საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი 2026″ ჰორმუზის სრუტეში – იქ უკვე გაგზავნეს თავიანთი ხომალდები რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა” – ამბობს პატრუშევი.

