აქტუალური თემა ახალი ამბები

“თუ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია სურს, ხალხისგან უნდა მოიპოვოს, ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებ სისხლის სამართლებრივი დევნით – ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ სუბიექტური ინტერპრეტაციით, ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეხოს” – გიორგი შარაშიძე

„ქართულ ოცნებას“ უნდა შევახსენოთ, რომ თუ მათ ლეგიტიმაცია სურთ, ხალხისგან უნდა მოიპოვონ და ლეგიტიმაციას ისეთი სადამსჯელო მექანიზმებით ვერ მოიპოვებ, როგორიც ნებისმიერ ადამიანზე სისხლის სამართლებრივი დევნაა” – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

მისი თქმით, ამ კანონის მიზანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს.

„ოცნებას” უნდა შევახსენოთ, თუ მათ ლეგიტიმაცია სურთ, ხალხისგან უნდა მოიპოვონ და ლეგიტიმაციას ისეთი სადამსჯელო მექანიზმებით ვერ მოიპოვებ, როგორიც ნებისმიერ ადამიანზე სისხლის სამართლებრივი დევნაა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს არ ეხებათ – ხვალ, ზეგ სუბიექტური ინტერპრეტაციით ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეხოს ეს მუხლი და აღმოჩნდეს ციხეში იმისთვის, რომ მას აქვს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე. ამას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს – მეტიც, ავტორიტარიზმის გაცილებით რთული ფორმაა და შეიძლება, დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯადაც კი ჩავთვალოთ”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

იტვირთბა....