აქტუალური თემა ახალი ამბები

“საქართველოს პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას მინდა ვთხოვო განსაკუთრებულად, პირადად ჩაერთოს ამ პროცესებში” – ლადო ბოჟაძე

“ასევე მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეს ეხება დემოგრაფიას – თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის.

საქართველოს მთავრობა, პარლამენტი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას მინდა ვთხოვო განსაკუთრებულად, პირადად ჩაერთოს ამ პროცესებში, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა შეუქმნან ჩვენს ახალგაზრდა ოჯახებს, რომ შექმნან ახალგაზრდა ოჯახები, იფიქრონ ოჯახების შექმნაზე, შვილების გაჩენაზე და რეალური და კონკრეტული, შეღავათები, მხარდაჭერა ჰქონდეთ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ გამრავლდეს ჩვენი ერი” – თქვა ლადო ბოჟაძემ პარლამენტში, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

იტვირთბა....