აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს” მოახლოებულ პირველ სხდომასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება.
დონალდ ტრამპის თქმით, „მშვიდობის საბჭო“ მხოლოდ ღაზას საკითხით არ შემოიფარგლება, მიზანი მთელ მსოფლიოში მშვიდობის მიღწევაა.
„მსოფლიოს ყველა ლიდერი უზარმაზარ თანხებს ჩადებს და ვფიქრობ, ეს ღაზას ფარგლებს გასცდება. ვფიქრობ, მთელ მსოფლიოში მშვიდობა იქნება. ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მათ ის ვერ გამოავლინეს. მე ვფიქრობ, რომ ისინი შეიძლება ცოტათი დაგვეხმარონ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მალე ღაზაში დაწესებული მრავალი შეზღუდვა მოიხსნება და რეგიონი გაიხსნება.

