უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებამდე ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ახალი მასიური თავდასხმები აჩვენებს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.
მისივე თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებების წინ რუსეთის მსგავსი ქმედებები სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ უგულებელყოფაზე მიუთითებს.
„მოსკოვს მხოლოდ ზეწოლის ენა ესმის. ის დიპლომატიას სერიოზულად არ აღიქვამს, თუ მას ძალა არ უჭერს მხარს. ახალი სანქციების პაკეტი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაბლოკვა, საზღვაო მომსახურების აკრძალვა, რუსული აგრესიის მონაწილეებისთვის შესვლის აკრძალვა. ამ ომს მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და ძალა დაასრულებს“, – წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე.

