აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კუბა წარუმატებელი ქვეყანაა, მათ აუცილებლად უნდა გააფორმონ შეთანხმება” – დონალდ ტრამპი

კუბა წარუმატებელი ქვეყანაა. მათ აუცილებლად უნდა გააფორმონ შეთანხმება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.

მისივე თქმით, კუბის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უძღვება.

„კუბა ამჟამად წარუმატებელი ქვეყანაა. ახლა კუბასთან ვსაუბრობთ. რუბიო კუბასთან საუბრობს და მათ აუცილებლად უნდა დადონ შეთანხმება, რადგან ეს ნამდვილად ჰუმანიტარული საფრთხეა. ჩვენ ბევრი შესანიშნავი კუბელი ამერიკელი გვყავს და ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან, როდესაც შეძლებენ უკან დაბრუნებას და ნათესავების მოკითხვას“, – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....