აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უკრაინისთვის უმჯობესია, სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან” – დონალდ ტრამპი

უკრაინისთვის უმჯობესია, სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.

მისივე თქმით, ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ძალიან მარტივი იქნება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია. ეს ძალიან მარტივი იქნება. შეხედეთ, უკრაინისთვის უმჯობესია, სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. სულ ეს არის. ჩვენ ისეთ პოზიციაში ვართ, რომ გვინდა, ისინი დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის შუამავლობით, ჟენევაში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა. რუსეთის დელეგაცია კი მოლაპარაკებების გასამართად ჟენევაში დღეს ჩავა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს, მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობას მიიღებს სამხედრო დაზვერვის უფროსი იგორ კოსტიუკოვი.

იტვირთბა....