გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ბერლინმა საჰაერო თავდაცვის რაკეტების საკუთარი მარაგი ფაქტობრივად ამოწურა და მათი პირდაპირ უკრაინაში გადატანა აღარ შეუძლია.
კითხვაზე, თუ რატომ შეიქმნა საჰაერო თავდაცვის დეფიციტი, ვადეპულმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც გერმანია აწარმოებს, უკრაინაში მიდის.
„ნაწილობრივ, რადგან ჩვენ უკვე აღარ გვაქვს. დარჩენილი საზენიტო რაკეტები, განსაკუთრებით „პეტრიოტის“ სისტემებისთვის, ამერიკული წარმოებისაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც საწარმოო ობიექტებიდან გამოდის, ახლა პირდაპირ უკრაინაში მიდის. ყველაფერი მივაწოდეთ, რაც კი გვქონდა. სხვა ევროპელებსაც შეეძლოთ იქ მეტი წვლილის შეტანა, ამა თუ იმ ევროპულ ქვეყანაში საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებიც არსებობს. ჩვენ ყველაფერი ხელმისაწვდომი გავხადეთ, რაც კი გვქონდა. ლომის წვლილი შეგვაქვს იმის დაფინანსებაში, რასაც უკრაინა ღებულობს“, – აღნიშნა ვადეპულმა.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სამართლიანია, რადგან უკრაინა ევროპის თავისუფლებას იცავს. ამავდროულად, ვადეპულმა მოუწოდა სხვა ევროპულ ქვეყნებს, მეტი წვლილი შეიტანონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.

