აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, აშშ-ის შუამავლობით უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაცია ჟენევაში ხვალ დილით ჩავა

აშშ-ის შუამავლობით უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების გასამართად რუსეთის დელეგაცია ჟენევაში ხვალ დილით ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს, მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობას მიიღებს სამხედრო დაზვერვის უფროსი იგორ კოსტიუკოვი.

ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების ცალკე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ასევე მიიღებს პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

პესკოვის თქმით, დისკუსიებში განხილული იქნება ტერიტორიებთან დაკავშირებული „ძირითადი საკითხები“ და ყველაფერი, რაც „რუსული მხარის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან არის დაკავშირებული“.

ცნობისთვის, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა.

იტვირთბა....