ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“”ოცნება” აშენებს რუსული ტიპის ავტოკრატიას ქვეყანაში”- გია ხუხაშვილი

“ოცნება” აშენებს რუსული ტიპის ავტოკრატიას ქვეყანაში… გადაუჯოკრეს პრინციპში” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და “ქართული ოცნების” ახალ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

  • ცნობისთვის, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

გია ხუხაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონით მოქალაქეს “ხელისუფლების მორჩილება” მოეთხოვება. 

მისვე თქმით, “ქართული ოცნება” თავს კანონთან აიგივებს, რაც ჩრდილოეთ კორეაშიც კი არავის მოსვლია აზრად. 

გასაგებია, რომ ხელისუფლება აშენებს რუსული ტიპის ავტოკრატიას ქვეყანაში და ავტოკრატია რას ნიშნავს, ავტორიტარული რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ის უნდა აკონტროლებდეს ყველაფერს – საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტს, ყველა მიმართულებას და მათი გადაწყვეტილებები ამ საერთო სტრატეგიის ნაწილია, მაგრამ აი ეს ბოლო გადაწყვეტილება, პრინციპში ასწრებს კიდეც რუსული ტიპის სუვერენულ-დემოკრატიას, ანუ გადაუჯოკრეს ერთგვარად, შეიძლება ითქვას იმიტომ, რომ რუსეთშიც კი არავის აზრად არ მოსვლია ასეთი კანონმდებლობის მიღება გამომდინარე იქიდან, რომ ფსევდო-დემოკრატიის ფასადის შენარჩუნების სურვილი მაინც აქვთ. ასე რომ ვთქვათ, ისინი მაინც თავისი ინტერპრეტაციით რაღაც ტიპის დემოკრატიას აშენებენ.

ეს კანონი უკვე ნიშნავს, რომ ადამიანს უბრალოდ კანონმორჩილება კი არ მოეთხოვება, მოეთხოვება თუნდაც უსამართლო კანონებით იყოს ეს შეფუთული, არამედ მოეთხოვება ხელისუფლების მორჩილება იმიტომ, რომ ნებისმიერ ავტოკრატიულ ქვეყანაშიც კი წერია, რომ ადამიანის უფლებები მეტ-ნაკლებად არის გარანტირებული. ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომ ვიღაცა მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ვიღაცას ხელს ართმევდე ან არ ართმევდე, აღიარებდე ან არაღიარებდე. 

საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ აღიარებას აქვს ორი მხარე: ერთი არის სამართლებრივი მხარე, შენ თუ ხარ კანონმორჩილი, მოგწონს თუ არა კანონმდებლობა, სამართლიანია თუ არა, მას ემორჩილები და თუ არღვევ კანონს ამისთვის გსჯის ხელისუფლება. ესენი [“ოცნება”] ამბობენ, რომ მე მაღიარე ხელისუფალი, ანუ ხელისუფალი ამ კანონით უკვე ოფიციალურად აიგივებს საკუთარ პერსონას კანონთან, ანუ სახელმწიფო ეს მე ვარ, ამას გვეუბნება დღეს ხელისუფალი, ღიად და დაუფარავად. მე ვფიქრობ, ჩრდილოეთ კორეაში ასეთი რაღაცა არავის აზრად არ მოსვლია, ეთქვა, რომ სიტყვიერად თუ არ მაღიარებ ესე იქნება,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

იტვირთბა....