უკრაინის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ „უკანონო დაკავებასთან“ დაკავშირებით სასამართლოში საჩივარი შეიტანა. უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჩივრის განხილვა დღეს, საღამოს 17:00 საათზე იყო დაგეგმილი.
ცნობისთვის, უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, გერმან გალუშჩენკოს ფულის გათეთრებისა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდება წარედგინა.
გალუშჩენკო გუშინ, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.

