აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

კაია კალასს მიუნხენის კონფერენციაზე ყველაზე ცუდი „პოკერ ფეისი“ ჰქონდა – Politico

Politico-მ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სახალისო შეჯამება მოამზადა, რომელშიც პოლიტიკოსები სხვადასხვა კატეგორიებად დაყო. ერთ-ერთი მათგანი „ყველაზე ცუდი პოკერ ფეისი“ იყო, რომელიც გამოცემამ ევროკავშირის უმაღლეს კომისარს კაია კალასს მიანიჭა.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა, ვერ შეძლო სკეპტიციზმის დაფარვა, როდესაც გაეროში ამერიკის ელჩმა, მაიკ უოლცმა, სიამაყით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე ომი დაასრულა.

ტუჩების მოკუმვა და ლოყების გაბერვა – კალასის ეს რეაქცია სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა და ამერიკელების მიმართ ევროპული გაღიზიანების სიმბოლოდ იქცა.

იტვირთბა....