აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ზურაბიშვილმა რუსთაველზე იაროს, პერფორმანსად ჩავუთვლით” – ლევან მაჭავარიანი

ქალბატონი ზურაბიშვილის ციხეში გაშვება, ჩვენი თვითმიზანი არ არის, რუსთაველზე იაროს, პერფორმანსად ჩავუთვლით – ასე პასუხობს ლევან მაჭავარიანი “პირველების“ კითხვას, შეეხება თუ არა “ოცნების“ დაანონსებული დაჭერები სალომე ზურაბიშვილს.

მაჭავარიანის თქმით, „ოცნების“ თვითმიზანია პატივი სცემ საქართველოს ლეგიტიმურ ორგანოებს.“

ჩვენი თვითმიზანი არ არის, ქალბატონი ზურაბიშვილის ციხეში გაშვება, ან ზოგადად ვინმეს ციხეში გაშვება, ჩვენი თვითმიზანია, ყველამ სცეს პატივი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, მოწყობას და ლიგიტიმურ ორგანოებს. ზურაბიშვილმა თავისთვის იაროს, ისეირნოს იმ სტანდარტით და არანაირი პრობლემა არ არის, პერფორმანსად ჩაითვლება, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ივანიშვილის გუნდმა კანონპროექტში ჩაამატა მუხლი, რომელიც “სამ წლიან ციხეს ითვალსწინებს იმ პირებისთვის, ვინც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად საკუთარი თავს თვითნებურად, ან საჯაროდ წარმოაჩნეს.“

იტვირთბა....