აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უკრაინასა და რუსეთს შორის ჟენევაში მოლაპარაკებებზე ვაპირებთ, განვიხილოთ საკითხების უფრო ფართო სპექტრი, ძირითადი საკითხები ეხება ტერიტორიას” – დიმიტრი პესკოვი

ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ტერიტორიული საკითხები განიხილება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებთან შედარებით უფრო ფართო სპექტრს მოიცავს.

„ამჯერად, ჩვენ ვაპირებთ, განვიხილოთ საკითხების უფრო ფართო სპექტრი, მათ შორის ძირითადი საკითხები, რომლებიც ეხება როგორც ტერიტორიას, ასევე ყველაფერ დანარჩენს. ეს საკითხები, ფაქტობრივად, დაკავშირებულია ჩვენს მოთხოვნებთან. აქ აუცილებელია მთავარი მომლაპარაკებლის, ანუ ვლადიმერ მედინსკის ყოფნა“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის გარდა, მომლაპარაკებელთა გუნდში იქნებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი.

შეგახსენებთ, აშშ-ის, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება.

იტვირთბა....