აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე თუ შემოიჭრება, წინააღმდეგობის დაწყებით, ჩვენ ომს რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანთ” – მარგუს ცაჰკნა

რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე თუ შემოიჭრება, წინააღმდეგობის დაწყებით, ჩვენ ომს რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანთ. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მარგუს ცაჰკნას თქმით, ცნობები იმის შესახებ, რომ ესტონეთი დაუცველი სახელმწიფოა, „ფეიქ ნიუსია“.

კითხვაზე, იქნება თუ არა ქვეყანა რუსეთის შესაძლო შეჭრის პირველი სამიზნე, ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ეს სრულიად ლოგიკურია, თუ უბრალოდ რუკას დავხედავთ.

„რეალურ ცხოვრებაში ჩვენ მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ჩვენს შესაძლებლობებს. მგონია, რომ ნატო არასოდეს ყოფილა ამდენად ძლიერი. უკვე გვაქვს თავდაცვის ახალი გეგმები და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ლოდინის პოზიციაში არ ვართ. რუსეთი თუ შემოიჭრება ჩვენს ტერიტორიაზე, წინააღმდეგობის დაწყებით, ჩვენ ომს რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანთ. გვაწუხებს, მზადაა თუ არა ევროპა გადაწყვეტილების მისაღებად, გამოსაღვიძებლად, გასაძლიერებლად“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცაჰკნას ასევე შეცდომად მიაჩნია რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები რაიმე გეგმის გარეშე.

„ამ პოლიტიკას ევროპაში, უკვე რამდენიმე ათწლეულია, ვატარებთ. და რა შედეგი? შედეგია კიდევ უფრო მეტი ომი, კიდევ უფრო აგრესიული რუსეთი. ამიტომ სრულიად არასწორია ახლა ევროკავშირისთვის რაიმე სპეციალური ელჩის ძებნა, ამ ელჩის კრემლში გაგზავნა, რადგან ის დამცირებული დაბრუნდება, კიდევ უფრო დასუსტებული, და ამასთანავე უკრაინის პოზიციებსაც შეასუსტებს“, – განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....