აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ბრალდებებს – დიმიტრი პესკოვი

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ბრალდებებს და მათ მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია კრემლის რეაქცია ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების შესახებ, პესკოვმა უპასუხა: „ეს [რეაქცია] ძალიან ნეგატიურია“.

„ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიღებთ ასეთ ბრალდებებს, არ ვეთანხმებით მათ. ჩვენ მათ მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ მივიჩნევთ და კატეგორიულად უარვყოფთ მათ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა ალექსეი ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოწამლა.

იტვირთბა....