უკრაინელი სამხედროების თავდასხმა ბრიანსკის ოლქზე ომის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო, – ამის შესახებ ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა.
რუსული მედიის თანახმად, ბრიანსკის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს.
„გუშინ ბრიანსკის ოლქმა ყველაზე ძლიერი და მასშტაბური თავდასხმა განიცადა. რუსეთის არცერთ სხვა რეგიონში არ უნახავს ერთ დღეში ერთდროულად ამდენი უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერორისტული ქმედებების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა“, – აღნიშნა ალექსანდრე ბოგომაზმა.
სპეციალისტებმა სარეზერვო დენის მიწოდება დაიწყეს, გათბობა და ელექტროენერგია ბრიანსკსა და ხუთ მუნიციპალიტეტში სამ საათში აღდგა.

