აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენი სულები შეწუხებულია წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი თავდასხმებით” – სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე

“ჩვენი სულები შეწუხებულია ჩვენი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებული მრავალრიცხოვანი თავდასხმებით”,– ამის შესახებ სომხეთის კათოლიკოსმა, გარეგინ II-მ განაცხადა.

„ჩვენი სულები როცა შეშფოთებულია ეროვნული და პატრიოტული ცხოვრების პრობლემებით და ჩვენი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა თავდასხმით, ჰპოვეთ სიმშვიდე უფალ იესო ქრისტეში“, – აღნიშნა სომხეთის კათოლიკოსმა.

გარეგინმა სომხეთის მოსახლეობას მოუწოდა, იცხოვრონ ერისა და სამშობლოსადმი სრული ერთგულებით, ვინაობისა და წმინდა ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულებით, დედაეკლესიისადმი ერთგულების გადაწყვეტილებით.

„ყოვლისშემძლე ღმერთმა დაამყაროს მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს გულებში, შეინარჩუნოს და დაიცვას ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი წმინდა ეკლესია კეთილდღეობასა და აღშენებაში“, – აღნიშნა სომხეთის კათოლიკოსმა.

იტვირთბა....