აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასაად ალ-შაიბანისთან და სირიელი ქურთების სამხედრო მეთაურთან, მაზლუმ აბდისთან ერთობლივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.
„ჩვენ შევხვდით სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს და, ქურთების სახელით, გენერალ მაზლუმს. ეს იყო ისტორიული შეხვედრა. არავის გაუპროტესტებია ის ფაქტი, რომ სირიის გამოწვევა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
რუბიომ ისაუბრა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისა და ინტეგრაციის შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზე. მარკო მიესალმა სირიის მთავრობის ერთგულებას შეერთებულ შტატებთან სრული თანამშრომლობის მიმართ.
სირიის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ, რომლის ძალებმაც 2024 წლის ბოლოს დაამხეს ბაშარ ალ-ასადი, პირობა დადო, რომ მთელ სირიას სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარებდა, მათ შორის ჩრდილო-აღმოსავლეთში „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.

