აქტუალური თემა ახალი ამბები

“ევროკომისია გეგმავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან მიმართებით კრიტიკა შეარბილოს და მთავრობას ახალი დაფინანსებაც კი გამოუყოს” – „ფაინენშალ თაიმსი“

ევროკომისია გეგმავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან მიმართებით კრიტიკა შეარბილოს და მის მთავრობას ახალი დაფინანსებაც კი გამოუყოს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. 

როგორც გამოცემა წერს, მაღალჩინოსნებს არ სურთ უნგრეთის არჩევნებში ჩარევა ან ორბანისთვის ბრიუსელის საწინააღმდეგო კამპანიის დაბრალება.

„ევროკომისია გონივრულად მოიქცევა, რომ უნგრეთთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელოვანი განცხადება არ გააკეთოს, რათა არჩევნებში ჩარევაში ბრალდების რისკი არ შეიქმნას“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

წყაროების ცნობით, უნგრეთთან დაკავშირებით კომისიამ უკვე დაიწყო უფრო ფრთხილი მოქმედება საჯარო განცხადებებში.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, „ბოლო დროს გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად, ორბანის მთავრობას არჩევნებამდე დაახლოებით 2.4 მილიარდი ევროს ახალი დაფინანსების მიღება შეუძლია“.

„ასეთ ისტორიულ, გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მათ დაასკვნეს, რომ საუკეთესო იყო არაფრის გაკეთება, ევროკომისია ფსონებს აზღვევს, რაც ნორმალურია“, – „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აღნიშნა ერთ-ერთმა უნგრელმა მაღალჩინოსანმა.

იტვირთბა....