აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა

მაკა ბოჭორიშვილი 16 თებერვალს, სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....