აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

CBS News: ტრამპმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება ვერ შედგება, აშშ მხარს დაუჭერს ისრაელის მიერ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დარტყმებს

CBS News: ტრამპმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება ვერ შედგება, აშშ მხარს დაუჭერს ისრაელის მიერ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დარტყმებს – გამოცემას ანონიმური წყარო უყვება, რომ მარ-ა-ლაგოში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება ვერ შედგება, პრეზიდენტი მხარს დაუჭერდა ისრაელის დარტყმებს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე.

CBS NEWS წერს – “ორი თვის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო მაღალჩინოსნებს შორის შიდა დისკუსიები დაიწყო ირანზე ისრაელის ახალი დარტყმების მხარდაჭერის შესაძლებლობაზე. დისკუსიები ნაკლებად იყო ფოკუსირებული იმაზე, შეეძლო თუ არა ისრაელს მოქმედება და ყურადღება უფრო მეტად გამახვილებული იყო, როგორ შეეძლო შეერთებულ შტატებს დახმარება, მათ შორის ისრაელის თვითმფრინავების საჰაერო საწვავის შევსების უზრუნველყოფაზე და პოტენციური მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებიდან ფრენის ნებართვის მოპოვების დელიკატურ საკითხზე.

მედია აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, რომელი ქვეყნები მისცემენ აშშ-ს ფრენის ნებართვას ისრაელის თვითმფრინავების საწვავით შევსების მიზნით პოტენციური დარტყმისთვის. იორდანიამ, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ მათი საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანზე რაიმე დარტყმისთვის ან ირანის მიერ სხვა რომელიმე ქვეყანაზე დარტყმებისთვის. CBS News-ი წერს, რომ გაურკვეველია, რომელი ქვეყნები მისცემენ აშშ-ს ფრენის ნებართვას ისრაელის თვითმფრინავების საწვავით შევსების მიზნით პოტენციური დარტყმისთვის.

იორდანიამ, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ მათი საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანზე რაიმე დარტყმისთვის ან ირანის მიერ სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ დარტყმებისთვის. ეს ყველაფერი კი იმ დროს ხდება, როცა ტრამპის ადმინისტრაცია თეირანთან მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ ირანის დიპლომატიის არ სჯერა. ნეთანიაჰუმ, რომელმაც გასულ კვირას ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა, არაერთხელ განაცხადა, რომ ირანთან ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ბალისტიკური რაკეტების და რეგიონში ირანის მარიონეტული ძალების დაფინანსების შეზღუდვას”.

იტვირთბა....