რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში სოფელი ცვეტკოვოე დაიკავეს.
„ვოსტოკის ძალების ჯგუფის მე-5 გვარდიული კომბინირებული შეიარაღების არმიის 127-ე მოტორიზებული მსროლელთა დივიზიის 218-ე სატანკო პოლკის სამხედრო ძალებმა სოფელი ცვეტკოვოე გაათავისუფლეს“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
სამინისტროს განცხადებით, სოფლის აღებამ რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემდგომი წინსვლისთვის პლაცდარმი შექმნა.
მედიის ცნობით, რუსეთი ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ოლქის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებს, თუმცა 2022 წლის შემდეგ ფრონტის ხაზი ძირითადად უცვლელია.

