უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს
წარმომადგენელთან კაია კალასთან შეხვედრაზე სამი საკითხი: სამშვიდობო ძალისხმევა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება განიხილეს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა კაია კალასთან, რომელიც სამ ძირითად თემას შეეხო. პირველი, სამშვიდობო ძალისხმევა და მისი დაჩქარების გზები აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობით. მეორე, რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდა, კერძოდ, ძლიერი მე-20 პაკეტის სწრაფი მიღება, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის საზღვაო მომსახურების გაწევის აკრძალვა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მონაწილეებისთვის შესვლის აკრძალვა. მესამე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მთელი ევროპის ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტია. უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ყველა საჭირო სამუშაო“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე შეათანხმეს ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან და უკრაინა-ევროკავშირის მომავალ კონტაქტებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით.

