აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

რუსეთმა ოდესა დრონებით დაბომბა – დაზიანდა რკინიგზის ობიექტი და საწვავის ცისტერნა

15 თებერვლის ღამით რუსეთის არმიამ ოდესაზე კვლავ მიიტანა მასშტაბური იერიში, რომლის დროსაც ქალაქზე მრავალი დრონი იქნა გაშვებული. დარტყმების შედეგად დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურის ობიექტის შენობა და გაჩნდა ხანძარი. განმეორებითი შეტევისას დაზიანდა საწვავით სავსე ცისტერნა, რამაც ნავთობპროდუქტების დაღვრა და აალება გამოიწვია.

ოდესის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველები რთულ პირობებში მუშაობდნენ და ხანძრების ლიკვიდაციას ახორციელებდნენ. ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, ქალაქში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული – მტერი ინფრასტრუქტურულ ობიექტებს უმიზნებდა.

აფეთქების ტალღამ ოდესის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელ სახლებსა და სასწავლო დაწესებულებებში მინა დააზიანა. ოფიციალური პირების თქმით, კომუნალურმა სამსახურებმა შედეგების ლიკვიდაცია უკვე მოახდინეს.

იტვირთბა....