აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი მოხსენებით 17 თებერვალს გამოვა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.

ამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხებს არ განიხილავენ,

რადგან რეგლამენტის მიხედვით, ეს დაუშვებელია.

ყაველაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით ფრაქციების თავმჯდომარეები გამოვლენ.

ყაველაშვილს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.

იტვირთბა....