ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონში „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობებსა და რაკეტების გამშვებ პუნქტებზე დარტყმების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
მათივე თქმით, თავდაცვის ძალები ისრაელისთვის ნებისმიერი საფრთხის გასანეიტრალებლად და მოსახლეობის დასაცავად იმოქმედებენ.
„ცოტა ხნის წინ, IDF-მა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონში „ჰეზბოლას“ კუთვნილი იარაღის საწყობები და რაკეტების გამშვები პუნქტები დაბომბა. „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაცია აგრძელებს სამხრეთ ლიბანში ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღდგენის მცდელობას, რათა ზიანი მიაყენოს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას. იარაღის არსებობა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობიან მოსახლეობას. IDF-ი გააგრძელებს მოქმედებას ისრაელის სახელმწიფოსთვის ნებისმიერი საფრთხის გასანეიტრალებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

