აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კრასნოდარის მხარე უკრაინის მხრიდან მასირებული შეტევის სამიზნე გახდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეზე უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური შეტევა განხორციელდა. რეგიონის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, დაზიანებულია ნავთობპროდუქტების რეზერვუარი, საწყობები და ტერმინალები, დაშავდა ორი ადამიანი.

„დაზიანებები დაფიქსირდა ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, ასევე სოჭში და ანაპის სოფელ იუროვკაში. ყველაზე რთული ვითარება ვოლნაშია. იქ დაზიანდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარი, საწყობი და ტერმინალები“, – დაწერა კონდრატიევმა ტელეგრამარხზე.

მანამდე კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში უპილოტო აპარატის ნამსხვრევების დაცემის შედეგად ნავთობპროდუქტების რეზერვუარი აალდა.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა. ისინი გადაიყვანეს საავადმყოფოში და უწევენ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა გუბერნატორმა.

კონდრატიევის თქმით, რეგიონში ხანძრების ლიკვიდაციაში 120-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.

იტვირთბა....